26 მაისი

26 მაისს ჯარს სიტყვით პრემიერი და პრეზიდენტი მიმართავენ

Tabula

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე ჯარს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავენ. ამასთან, წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს ქვეყნის მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი.

ამის შესახებ მაესტროს ცხრიანში საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა, ხოლო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. 

"გიორგი მარგველაშვილი არა მარტო ჩაიბარებს წვევამდელთა ფიცს, არამედ მიმართავს ჯარსა და საზოგადოებას. მას ექნება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კონსტიტუციით გათვალისწინებული საპრეზიდენტო მიმართვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი კონსტიტუციური მოწყობისა და სახელმწიფოებრივი მმართველობის. თავისთავად, პრემიერსაც ექნება ამის შესაძლებლობა", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

"26 მაისს ღონისძიებები იგეგმება. სამთავრობო კომისია მუშაობს. ბუნებრივია, იქნება სამხედრო კომპონენტი. ფიცს მიიღებს უმაღლესი მთავარსარდალი - პრეზიდენტი, ასევე, მიმართავს ჯარსაც და საზოგადოებასაც პრემიერმინისტრი", - თქვა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები