განზრახ მკვლელობა

შსს-მ მოვალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-მ მკვლელობის ფაქტი გახსნა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ავთანდილ ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ხ-მ ადიგენის რაიონის სოფელ უდეში, ნასესხი ფულის გადაუხდელობის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1960 წელს დაბადებულ მერი ა-ს ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რომელიც შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე -ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.

კომენტარები