ვენეციის კომისია

თბილისში ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო

დღეს თბილისში ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. მის მიზანს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გაცნობა წარმოადგენს.

დელეგაციას ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში არიან ვენეციის კომისიის წარმომადგენლები: ზია ცაგა ტენიარი, რეგინა კინერი, სლავიცა ბანიჩი, მაიკლ ფრენდო, ლუჩიან მიჰაი.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდება სახელმწიფო საკონტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, სახელმწიფო კომისიის ხუთივე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს და სამუშაო ჯგუფების წევრებს.

ვენეციის კომისია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეხვედრას დილიდან იწყებს. პირველი შეხვედრა იუსტიციის სახლში პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან არის დაგეგმილი.

კომენტარები