დაძაბულობა უკრაინაში

რუსეთი უკრაინის საზღვრებიდან ჯარს 1 ივნისამდე გაიყვანს

ჩინეთში ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა დადასტურა, რომ უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვრებთან წვრთნებში მონაწილე სამხედრო ძალები ტერიტორიის დასატოვებლად ემზადებიან და დისლოკაციის ადგილებს 1 ივნისამდე დაუბრუნდებიან.

უკრაინელმა ძალოვნება ორი შეიარაღებული ტერორისტი დააკავეს. ისინი უკრაინის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ წვრთნა რუსი სამხედროების, ФСБ-სა და ГРУ-ს ოფიცრების ხელძღვანელობით, რუსეთს ტერიტორიაზე გადიოდნენ. დონეცკის ოლქში, გავლენიანი ბიზნესმენის რინატ ახმეტოვის მოწოდების შემდეგ, ზოგიერთი საწარმოს თანამშრომლებმა და ხელმძღვანელებმა სეპარატიზმის წინააღდეგ აქციები გამართეს. ახმეტოვი სეპარატისტების წინააღდეგ ახალი ვიდეომიმართვით გამოვიდა.

კომენტარები