დაძაბულობა უკრაინაში

რუსი ინტერვენტები ეუთო-ს წარმომადგენლების გათავისუფლებას არ აპირებენ

სლავიანსკში რუსი ინტერვენტები OSCE-ს(ეუთო) დაკავებული წარმომადგენლების გათავისუფლებას არ აპირებენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალება Украинская правда იუწყება.

Украинская правда-ს ინფორმაციით, სეპარატისტებმა უცხოელი სამხედროებს ბრალს NATO-ს ჯაშუშობაში დებენ. "მათ აღმოაჩნდათ სლავიანსკის სამედრო რუკები, ტყვიები და სამხედრო ჟეტონები", - განაცხადა სეპარატისტების წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, რომ დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკში რუსმა ინტერვენტებმა გუშინ დანიელი ჯონ კრისტენსენი, პოლონელი კშიშტოფ კობელსკი და გერმანელი აქსელ შნაიდერი დააკავეს.

კომენტარები