ევროკომისიის კოლეგია

პრემიერი: ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია ევროინტეგრაციას მხარს უჭერს

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ევროკომისიის კოლეგიას შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წელს ისტორიული უწოდა. პრემიერის თქმით, 27 ივნისს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

“ჩემი მთავრობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ უაღრესად მოხარული ვარ, ვინაიდან ამ უპრეცედენტო შეხვედრაში ჩემი კაბინეტის წევრებთან ერთად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მაქვს. ჩვენ იმ ქვეყნის მთავრობას წარმოვადგენთ, სადაც ევროპული ინტეგრაცია ეროვნული იდეაა, რომელსაც მოსახლეობის 85% და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მთელ რეგიონში საქართველოს უნიკალურ მოკავშირედ ხდის“, - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები