ანტიდისკრიმინაციული კანონი

ვოლსკი: ვასაძეს თავისი გეგმა აქვს, რომელიც სიკეთის მომტანი არ უნდა იყოს

გაზეთ პრაიმტაიმის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს საკუთარი პოლიტიკური გეგმა აქვს, რომელიც სიკეთის მომტანი არ იქნება. 

"ეჭვი მაქვს, ლევან ვასაძემ არ იცის რეალური სიტუაცია და ვფიქრობ, მან არ იცის არც [ანტიდისკრიმინაციული] კანონის შინაარსი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ვასაძე ან აჩქარდა ან პოლიტიკური ამბიცია აქვს, რომელსაც ვერ იკავებს... ის საკმაოდ გონიერი ადამიანია იმისთვის, რომ მოუფიქრებლად გადაედგა ნაბიჯი. ვფიქრობ, მას გარკვეული ამბიცია გააჩნია და სურს ტემპერატურის აწევა.. ვფიქრობ, მას რაღაც არ მოსწონს ტემპერატურის დაწევა, სტაბილურობის შენარჩუნება, დაძაბულობის განელება... მეორე საკითხი ის არის, რომ ლევან ვასაძე ან არ იცნობს, ან არ უნდა გაიგოს, რას გულისხმობს ეს კანონი. მიმაჩნია, რომ ვასაძეს თავისი მსოფლმხედველობა აქვს, ან რაიმე გეგმა, რომელიც, ვფიქრობ, სიკეთის მომტანი არ უნდა იყოს", - აცხადებს პრაიმტაიმთან საუბრისას გია ვოლსკი.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეწინააღმდეგება. ის 17 მაისს შეუერთდა პეტიციას, რომლითაც საინიციტივო ჯგუფი პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას დააყენებს. ისინი კანონიდან სიტყვების "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ორიენტაცია" ამოღებას ითხოვენ.

კომენტარები