ჰესების მშენებლობა

ხობი-ჰესი 2-ის მშენებლობა გაიხსნა

ენერგეტიკის სამინისტრო

ხობი-ჰესი 2-ის მშენებლობა გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ.

ენერგეტიკის სამინისტრის ონფორმაციით, ხობიჰესი-2-ის დადგმული სიმძლავრე 55 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 260 მლნ.კვტ.სთ იქნება.

მისი მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტს შპს ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია ახორციელებს.

"ხობი ჰესი 2 დღე-ღამური რეგულირების მქონე ჰიდროელექტროსადგური იქნება და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი ადგილობრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ეს პროექტი ძალიან ბევრ ადამიანს დაასაქმებს. დაიხარჯება რამდენიმე მილიონი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებით შევა თანხა რამდენიმე მილიონის ოდენობის. ძლიერი ენერგეტიკა, ენერგოდამოუკიდებლობა ეს არის ქვეყნის შენების საწინდარი. ძლიერი წელში გამართული ეკონომიკა - ეს არის თოთოეული მოქალაქის უზრუნველყოფილი საცხოვრებელი პირობები. ჩვენ ვუშენებთ ჩვენს შვილებს მყარ, მდიდარ და ბედნიერ ქვეყანას. ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე”, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები