კრიზისი უკრაინაში

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა

reuters

გასულ ღამეს, აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას, ოთხი სამხედრო დაიჭრა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტერორისტები ბლოკპოსტებს საცხოვრებელი ბინებიდან ცხრილავენ, თუმცა, ყველა შემთხვევაში, უკრაინელი სმხედროები მათ სწრაფ და ადეკვატურ პასუხს სცემენ.

სლავიანსკისა და კრამატორსკის ოლქებში გუშინ ღამით მასშტაბური შეტაკებები არ ყოფილა. ოთხი უკრაინელი სამხედრო რუსი დივერსანტების მიერ ბლოკპოსტების დაცხრილვისას დაიჭრა.

კომენტარები