კრიზისი უკრაინაში

უკრაინელი ძალოვნებისთვის ტერორისტების მიერ წაყენებული ულტიმატუმი დღეს იწურება

დღეს იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც პრორუსმა ტერორისტებმა უკრაინელ ძალოვნებს წაუყენეს - იმ შეთხვევაში, თუ უკრაინა რეგიონიდან ჯარებს არ გაიყვანს, ტერორისტები მათ განადგურებით დაემუქრნენ.

უკრაინელი ძალოვნები კი, ანტიტერორისტულ ოპერაციას აგრძელებენ. მათ ქალაქ სლავიანსკის გარშემო რამდენიმე სტრატეგიული პოზიცია დაიკავეს და ახალი ბლოკ-საგუშაგოები გახსნეს. გუშინდელი სპეცოპერაციის შედეგად, სამხედროებმა ტერორისტების ბაზა გაანადგურეს.

გარდა ამისა, გუშინვე, სამთავრობო ძალების შემადგენლობაში შემავალმა დონეცკის ტერიტორიული დაცვის ბატალიონმა დონეცკის ოლქის ქალაქი ველიკონოვოსელკა გაათავისუფლა. მებრძოლებმა ადგილობრივი მილიციის შენობა შტურმით აიღეს და უკრაინული დროშა აღმართეს.

უკრაინულ წყაროებში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუგანსკის ოლქის მახლობლად რუსული ჯარები უკრაინის საზღვარს უახლოვდებიან. ამ ცნობების თანახმად, რუსული ნაწილების მეთაურებმა სამშვიდო ოპერაციისთვის მზადების ბრძანება მიიღეს.

კომენტარები