ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება

შსს-მ მკვლელობაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1982 წელს დაბადებული ალექსანდრე ც. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 14 მაისს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილ მეუღლეს და მის ძმას ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მეუღლე - 24 წლის ს.ზ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილებით).

გარდაცვლილი 27 წლის ქალბატონი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტი იყო. მომხდართან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ სამძიმრის წერილი გაავრცელა. 

კომენტარები