ვოლსკი: ცეკა-ს ინსტრუქტორი ვიყავი, მაგრამ ადამიანებისთვის სული არ ამომიხდია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის მართლაც იყო ცეკას ინსტრუქტორი, თუმცა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემები არასოდეს შეუქმნია.

"ჩემს ბიოგრაფიაში იყო ისეთი ეპიზოდი, როცა ცეკა-ს ინსტრუქტორი ვიყავი, მაგრამ ადამიანებისთვის სული არ ამომიხდია და ხელჯოხით არავინ გამიუპატიურებია. არ ვხელმძღვანელობდი ტერორს და ისეთ საქმიანობას, რომელმაც ქვეყნის ინტერესები დააზიანა მნიშვნელოვნად. ასე, რომ პიროვნული დაპირისპირებები და შეპასუხებები წინასაარჩევნო პერიოდისთვის არის დამახასიათებელი", - განაცხადა ვოლსკიმ გივი თარგამაძის განცხადების საპასუხოდ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გივი თარგამაძემ გია ვოლსკი დღეს ანტიდასავლური ძალების იდეების გამტარებლად მოიხსენია.

კომენტარები