წინასაარჩევნო კამპანია

ნარმანიამ ამომრჩეველს ვაკის და საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა

კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიმ ვაკის რაიონის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილი წარუდგინა. დღესვე, ნარმანიამ ამომრჩეველს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ბაბუნაშვილი გააცნო.

"ისევე, როგორც ქალაქის სხვა რაიონებს, ვაკის რაიონსაც ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, არის პრობლემები გამწვანებასთან დაკავშირებით, უმუშევრობა აქაც პრობლემურია, ისევე, როგორც საცობები, აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვაცნობთ იმ პროგრამას, რომლითაც თითოეული ამ პრობლემის მოგვარებაც შეგვიძლია", - განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები