კრიზისი უკრაინაში

ლავროვი: კონფრონტაცია არ გვსურს, ისტერია თუ გაგრძელდა - პასუხზე დავფიქრდებით

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი უკრაინაში სეპარატისტების მხარდასაჭერად ჯარების შეყვანას არ აპირებს. ამასთან, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ეკონომიკური სისტემის წინაშე პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დასავლეთი რუსეთის წინააღდეგ ეკონომიკურ სანქციებზე სერიოზულად არ იმსჯელებს.

ლავროვის განცხადებით, რუსეთს კონფრონტაცია არ სურს, თუმცა თუ ისტერია გაგრძელდა, პასუხზე დაფიქრდება. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 12 მაისს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს. სააგენტო როიტერის ცნობით, ახალ შავ სიაში 13 ადამიანი და რამდენიმე კომპანიაა, რომელთა საქმიანობა ყირიმის ანექსიას უკავშირდება. მინისტრებმა უკრაინაში, ე.წ. რეფერენდუმები დაგმეს. ამასთან, ევროკავშირი დამატებით სანქციებს არ გამორიცხავს.

კომენტარები