ჰერმან ვან რომპუის ვიზიტი

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა, რის შემდეგაც ოფიციალური სადილი გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.

"ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე. გიორგი მარგველაშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ რეგიონული უსაფრთხოების თემებზეც იმსჯელეს და ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის მზაობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწეროს 27 ივნისს და უმასპინძლოს საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუი თბილისს გუშინ ღამე ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერს. 

 

კომენტარები