ჰერმან ვან რომპეის ვიზიტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი თბილისშია

ewea.org

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი თბილისშია. აეროპორტში რომპეის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები - საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დახვდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი.

მაია ფანჯიკიძის თქმით, ის ფაქტი, რომ თბილისში დღეს ასეთი დონის მეორე ვიზიტი ხორციელდება, მოწმობს იმას, რომ საქართველო საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია.

მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ეს ვიზიტები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ძალიან მალე ხელი უნდა მოეწეროს ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

ვიზიტის ფარგლებში ჰერმან ვან რომპეი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ეწვია.

კომენტარები