ასოცირების შესახებ ხელშეკრულება

რომპუი: საქართველოს ეკონომიკის ადაპტირებისთვის გარკვეული პერიოდია საჭირო

„ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს ეკონომიკისა და ქართველი ხალხისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს. გარდამავალ პერიოდს თან ხარჯები და ინვესტიციები ახლავს, ჩვენ ამ კუთხით დაგეხმარებით“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

როგორც რომპუი ამბობს, საქართველოს ეკონომიკის ადაპტირებისთვის გარკვეული პერიოდია საჭირო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ფინანსურ დახმარებას ჰპირდება.

„2013- 2014 წლებში სპეციალური ფინანსური დახმარება უკვე გამოიყო, რომელიც გარდამავალ პერიოდში წამოჭრილი პრობლემების გადალახვას მოხმარდება. ამ ყველაფერს ხალხისთვის გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს. ეს არის ინვესტიცია მომავალში“, - აცხადებს რომპუი.

კომენტარები