კრიზისი უკრაინაში

სეპარატისტებთან შეტაკებას 7 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა

ქალაქ კრამატორსკთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუს ტერორისტებს შორის შეტაკება მსხვერპლით დასრულდა. სეპარატისტები უკრაინელ მედესანტეთა კოლონას მოულოდნელად დაესხნენ თავს.

მოგვიანებით, ბრძოლაში სამხედრო ვერტმფრენები ჩაერთვნენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკების შედეგად, შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.

ტერორისტების მხრიდან მსხვერპლისა და დაჭრილების რაოდენობა უცნობია.

ამასთან, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, თუ იარაღს დაყრიან, ეროვნულ დიალოგში მონაწილეობის მიღება სეპარატისტებსაც შეეძლებათ. მისი თქმით, ამ მომენტში მთავარი საზრუნავი საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებაა. 

"მიგვაჩნია, რომ ეუთოს ეგიდით მრგვალი მაგიდის გამართვა საუკეთესო ვარიანტია. რაც უფრო მეტად წარმომადგენლობითი იქნება ეს შეხვედრები, მით უკეთესი. მაგრამ ცხადია, რომ მონაწილეობის მიღება მხოლოდ მათ შეეძლებათ, ვინც დაადასტურებს, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა ძალადობის გარეშე სურს", - თქვა მერკელმა.

კომენტარები