კრიზისი უკრაინაში

რომპეი: ჩვენ არ ვცნობთ ყირიმის ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს

ewea.org

კიევში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ რუსეთი გააფრთხილა, რომ სიტუაციის შემდგომი დესტაბილიზაციისთვის მას დამატებითი სანქციები დაეკისრება. 

ჰერმან ვან რომპეის თქმით, "ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას და არ ვცნობთ ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს. ის უკანონოა, არალეგიტიმური და ნდობას არ იმსახურებს. რუსეთს დღემდე ჟენევის შეთანხმების პირობები არ შეუსრულებია. აუცილებელია, რუსეთმა მოუწოდოს შეიარაღებულ სეპარატისტებს გაათავისუფლონ შენობები, რომლებსაც უკანონოდ იკავებენ".

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთისა და უკრაინელი სეპარატისტების წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა. ახალ შავ სიაში რუსეთისა და უკრაინის 13 მოქალაქე შევიდა. მათ შორის არიან სეპარატისტები და ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები. სიაში ასევე შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ ვოლოდინი, სათათბიროს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ორი სამხედრო მაღალჩინოსანი.  

კომენტარები