ქურდობა

ნაციონალების ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი გაქურდეს

ნაციონალური მოძრაობის ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი გაქურდეს. ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამშრომლებმა დღეს დილით აღმოჩინეს, რომ ოფისიდან ორი ლეპტოპი და ორი პრინტერია წაღებული. საკრებულოს ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ შტაბიდან სწორედ ის კომპიუტერები მოიპარეს, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა, სხვა ნივთები კი, მათ შორის ძვირადღირებული ტელევიზორი - ადგილზეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება 177-ე - ქურდობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები