კრიზისი უკრაინაში

ჰეიგელი: უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთი ჩვენი მოწინააღმდეგეა

ამერიკის ხმა

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს უკრაინის საკითხში მოწინააღმდეგედ მოიხსენიებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა. მისი თქმით, რუსი ჯარები ისევ უკრაინის საზღვრებთან არიან და პუტინის განცხადება, რომ ისინი საზღვრებს ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

”ჩვენ რუსეთს მტრის კატეგორიაში ვერ შევიყვანთ, რადგან მათთან ომი არ გვაქვს. თუმცა, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ის ჩვენი მოწინააღმდეგეა. რუსეთი განაგრძობს საკუთარი თავის იზოლაციას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან შეიძლება თავი გამარჯვებულად იგრძნოს. თუმცა, მსოფლიოში მოვლენები მოკლევადიანი პერსპექტივით არ ხდება” - თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კი, დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სიას დაემატება რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის გვარი და რუსული კომპანია. 

კომენტარები