საია

კახა კოჟორიძე: ჟურნალისტს ვერ ავუკრძალავთ ინფორმაციის გასაჯაროებას

Medianews

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის გნაცხადებით, ჟურნალისტს არ უნდა ეკრძალებოდეს ინფორმაციის გასაჯაროება. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები", განაცხადა. 

"გამოძიება უნდა წარიმართოს ობიექტურად და მიუკერძოებლად. ამ სიტუაციაში ჟურნალისტს წყაროს გამხელის ვალდებულება კანონით არ აქვს. რაც შეეხება იმას, ჟურნალისტს ჰქონდა თუ არა ამ ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლებლობა და უფლება, მე ამაში ორაზროვნებას ვერ ვხედავ - ნათელია, რომ ჟურნალისტს ვერ ავუკრძალავთ მიღებული ინფორმაციის გასაჯაროების უფლებას, მით უმეტეს აქ არ იყო საუბარი ჩვეულებრივი, კერძო პირის პირად ცხოვრებაზე ან რაიმე ინტიმურ ურთიერთობაზე. აქ იყო საუბარი საჯარო პირების სატელეფონო კომუნიკაციაზე და თავისთავად იმ საუბრის შინაარსი არაფრისმომცემი არაა", - აღნიშნა კოჟორიძემ. 

კომენტარები