უკანონო მოსმენები

დიმიტროვი: სიტყვის თავისუფლება მხოლოდ დეკლარაციებით არ განისაზღვრება

eeas.europa.eu

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, მას ჯერ არ შეუძლია "რუსთავი 2-ში" ფარული კამერების აღმოჩენასთან დაკავშირებითკომენტარის გაკეთება ვინაიდან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისი თქმით სიტყვის თავისუფლების შენარჩუნება არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ დეკლარაციებით. ის გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას NDI-ის შესახებ და აღნიშნა, რომ სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაციებს უნდა ქონდეთ თავისუფლება ასახონ რეალობა ჩარევის გარეშე. 

"ჯერ არ შემიძლია კომენტარის გაკეთება საქმის დეტალებზე, რომელზეც ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მნიშვნელოვანია, რომ სიტყვის თავისუფლება შევინარჩუნოთ არა მხოლოდ დეკლარაციებით, არამედ რეალურად მივცეთ შესაძლებლობა მათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს, რომ შეასრულოს თავის სამუშაო დამატებითი სირთულეების, ასევე ეკონომიკური დაინტერესებისა და საიდუმლოების გამჟღავნების საფრთხის გარეშე. არ უნდა იყოს პოლიტიკოსების მხრიდან მცდელობა, აჩვენონ, რომ რეალური ვითარება იციან მათზე უკეთ, ვინც ამ რეალობას იკვლევს და ზომავს. სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ საშუალება ასახონ რეალობა ჩარევის გარეშე", - განაცხადა დიმიტროვმა. 

კომენტარები