ყირიმის ანექსია

ევროკავშირი პუტინის ყირიმში აღლუმზე ჩასვლას გმობს

ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის, ყირიმში აღლუმზე დასწრება დაგმო. უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, კეტრინ ეშტონის პრეს სპიკერის განცხადებით, 9 მაისი არ უნდა იქნას გამოყენებული პუტინის მიერ ანექსრებული ყირიმის წარმოსაჩენად. 

"ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს ვლადიმერ პუტინის სამხედრო აღლუმზე დასწრებასთან დაკავშირებით ყირიმსა და სევასტოპოლში. ჩვენი საერთო ისტორიის ეს მნიშვნელოვანი დღე, რომელიც უამრავი მსხვერპლის მოგონებასა და მეორე მსოფლიო ომში მილიონობით დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება, არ უნდა იყოს გამოყენებული უკანონოდ ანექსირებული ყირიმის  წარმოსაჩენად",  - განაცხადა,  მაია კოსიანიჩიჩმა. 

9 მაისს, ვლადიმერ პუტინი ყირიმში აღლუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა და სევასტოპოლში საზღვაო და საჰაერო აღლუმს დაესწრო. 

 

კომენტარები