აღმოსავლეთ უკრაინა

11 მაისს ხარკოვში რეფერენდუმი რეგიონის სტატუსის შესახებ აღარ გაიმართება

http://en.nuph.edu.ua/

ხარკოვში, 11 მაისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი, რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ, აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქს უკრაინა" ავრცელებს. მათი თქმით, მოძრაობა "სამხრეთ-აღმოსავლეთის" წევრის იური აფუხტინის განცხადებით, ხარკოვი ჯერ მზად არ არ არის ამისთვის და არ მომხდარა სხვადასხვა საკითხების შეთანხმება.

"ჩვენ რეალურად არ ვართ მზად 11 მაისის რეფერენდუმისთვის, არ შეგვითანხმებია საკითხები, რომელიც საერთო იქნება ხარკოვისთვის, ლუგანსკისა და დონეცკისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი აზრები გაიყო და ამიტომ გადავწყვიტეთ 11 მაისს რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი ვთქვათ", - განაცხადა იური აპუხტინმა. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა,  უკრაინელ სეპარატისტებს  ხარკოვში, ლუგანსკა და დონეცკში, მოუწოდა რომ 11 მაისს დაგეგმილი რეფერენდუმის გადადება მომხდარიყო, რაზეც ლუგანსკის და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა  უარი განაცხადეს. 

 

კომენტარები