პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის 10 ვეტერანი ვახტანგ გორგასლის პირველი და მესამე ხარისხის, ასევე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა ვეტერანებს სახელმწიფო ჯილდოები პრეზიდენტის სასახლეში გადასცა.

"თქვენ დაამარცხეთ ძალა, რომელიც თავიდანვე მოწოდებული იყო, რომ არა მხოლოდ ქვეყნები დაეპყრო, არამედ აღეგავა პირისგან მიწისა ის ღირებული, რასაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ადამიანები. მინდა ეს დღე ასევე მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს მსოფლიოში, რადგან დღევანდელმა გამარჯვებამ მისცა შესაძლებლობა კაცობრიობას, გაეგრძელებინა ცხოვრება. დიდ მადლობას გიხდით ამ ღვაწლისთვის", - მიმართა პრეზიდენტმა ვეტერანებს. 

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ვაკის პარკში გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი მიულოცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

კომენტარები