NDI-ს კვლევა

უგულავა: ხელსუფლება ავტორიტარული რეჟიმების რიტორიკას მიმართავს

Gigi Ugulava
Tabula

საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელ რიტორიკას მიმართავს. ამის შესახებ ნაციონალურო მოძრობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ ტაბულას გადაცემა თეორემას ეთერში განაცხადა. ასე შეაფასა მან მთავრობის წევრების უარყოფითიო რეაქცია NDI-ს მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე.

„როდესაც იგივე ფორმით ასაუბრებიან NDI-ს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ესაუბრება არასამთავრობოებს და საერთოდ საზოგადოებას, ეს ძალიან სახიფათო ტენდენციის შემცველია", - განაცხადა უგულავამ.

„ასეთი რიტორიკა საერთაშორისო სააგენტოების მიმართ ახასიათებს ავტორიტარულ, ნახევრად ავტორიტარულ ან ავტორიტარიზმის გზაზე მდგარ ქვეყნებს და, სამწუხაროდ ჩვენი მთავრობა სულ უფრო მეტ იდენტიფიკაციას ახდენს საკუთარი თავისა და ქმედებების ისეთ რეჟიმებთან, როგორიცა იყო იანუკოვიჩის და არის ლუკაშენკოსა და პუტინის (რეჟიმები)", - აღნიშნა თბილისის ყოფილმა მერმა. მისი თქმით, სწორედ ამგვარი რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი ისეთი რიტორიკა, რაც რამდენიმე დღის წინ პრემიერის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გაისმა, როდესაც ღარიბაშვილმა ისინი „ძირგამომთხრელ საქმიანობაში" დაადანაშაულა კამპანია „ეს შენ გეხება"-ს გამო.
უგულავას თქმით, წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ნაციონალურ მოძრაობას მთელ რიგ რეგიონებში, განსაკუთრებით ზუგდიდში და სამეგრელოს სხვა რაიონებში, გამარჯვების სერიოზული შანსი აქვს.

უგულავას განცხადებით, „ქვეყანა გაჩერებულია, ეკონომიკა არ ვითარდება, იზრდება მხოლოდ კრიმინალ და უმუშევრობა, მთავრობას კი პრობლემების მოგვარების გეგმა არ გააჩნია".
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობას აქვს შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა, რათა სიტუაციაა გამოასწოროს. უგულავას განცხადებით, პარტია საკუთარ შეცდომებს აღიარებს და ამავე დროს იღებს პასუხისმგებლობას მომავალზე.

თბილსის ყოფილი მერის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამა რეგულაციების და გადასახადების შემცირებას და აქციზის გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს, რის შედეგადაც ბენზინი 25 თეთრით უდნა გაიაფდეს, გაზი კი - 8 თეთრით.

მართალია, უგულავას თქმით, ამ საკითხების უმრავლესობა თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა, თბილისის ყოფილი მერი ამტკიცებს, რომ არჩევნებში გამარჯვებული ძალა იქნება „ტონის მომცემი" ხელისუფლებისთვის და გამარჯვების შემთხვევაში პარტია ამ საკითხების „ფორსირებას და ლობირებას" მოახერხებს.

კომენტარები