NDI-ის კვლევა

NDI: ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 51% მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური რეიტინგების შესახებ აქვეყნებს.

ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 51% მიიჩნევს. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წლის სექტემბრის კვლევასთან შედარებით 9%-თაა გაზრდილი.

ქდმ/დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს კოალიციას კი ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად 8% თვლის, ლეიბორისტულ პარტიას - 4%, კოალიცია ქართულ ოცნებას - 3%.

კითხვაზე - რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა - გამოკითხულთა 85% პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია. მაჩვენებელი გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 4%-თაა გაზრდილი.

უმნიშვნელოდ ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობას 4% მიიჩნევს.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები