ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური რეიტინგების შესახებ აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისადმი კეთილგანწყობის რეიტინგი გასული წლის ნოემბერთან შედარებით 26%-თაა შემცირებული. გიორგი მარგველაშვილი ახლა 46%-ს მოსწონს, ხოლო 2013 წლის ნოემბერში მაჩვენებელი 72% იყო. სექტემბერში კი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ის კვლევაში მონაწილეთა 56%-ს მოსწონდა.
აღსანიშნავია, რომ დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს. შესაბამისად, მაჩვენებელი მარგველაშვილის რეიტინგს 5%-ით აღემატება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.





