ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე

ორგანიზაცია იდენტობა ევრაზიულ არჩევანს პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებს

ორგანიზაცია იდენტობა ევრაზიულ არჩევანს პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებს. იდენტობის ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ მსუბუქი დანაშაულისთვის დაპატირმებული და ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ადამიანები პროკურატურასთან ლგბტ ჯგუფის მხარდამჭერი აქციის ჩატარებას აანონსებენ. მისი თქმით, ეს საქართველოს ევროპული არჩევნის დისკრედიტაციისკენ მიზანმიმართული კამპანია.

ევრაზიული კავშირის ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე კი, თავის მხრივ ჰომოსექსუალობის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯას ითხოვს და ამბობს, რომ საპატრიარქოს ნებართვის შემთხვევაში, იმ მსვლელობასაც შეუერთდება, რომელიც 17 მაისს ჰომოსექსუალიზმის აკრძალვის მოთხოვნით გაიმართება.

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად ღონისძიებებს არ გამართავენ. ისინი ამ გადაწყვეტილებას გასულ წელს სასულიერო პირებისა და აქტივისტების მიერ თავისუფლების მოედანზე უმცირესობების მიმართ გამოვლენილი ძალადობითა და წელს მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზეზით ხსნიან.

კომენტარები