NDI-ის კვლევა

NDI: 26% ეთანხმება პრემიერს, რომ არ უნდა ჩაერთოს დისკუსიაში ენმ-სთან

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ის არ ჩაერთვება დისკუსიაში საპარლამენტო უმცირესობასთან საჯარო პოლიტიკის საკითხებში, გამოკითხულთა 28% არ ამართლებს, ხოლო 26% სწორად მიიჩნევს. 45%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის არ ჩაერთვება საპარლამენტო უმცირესობასთან დისკუსიაში, რადგან ”მათ არ აქვთ მორალური უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ხელისუფლება”.

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ. 

კომენტარები