დავით კოდუას ცემა

ექიმი: დავით კოდუას მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის ევგენი ნიკოლაშვილის თქმით, დავით კოდუას მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა.

ექიმის თქმით, მართვით სუნთქვაზე გადაყვანის შემდეგ მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. კოდუას სახესა და თავის არეში ტრავმეში და მოტეხილობები აღენიშნება.

"საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა, რის შემდეგაც ახლობლების მოთხოვნის საფუძველზე გადაყვანილია მაღალი სტანდარტების ტექნოლოგიების ცენტრში და ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციის მიზნით. მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება. ასევე აღენიშნება ცხვირის ძვლის მოტეხილობა და მრავლობითი ზედაპირული ტრავმები სახისა და თავის არეში. მდგომარეობა სტაბილურია", - აღნიშნა ევგენი ნიკოლაშვილმა.

შსს-ს ცნობით, ძებნაში მყოფი კუდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმის, დავით კოდუას ცემის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

კოდუა ამ დროისთვის რეანომობილით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები