კრიზისი უკრაინაში

ოდესაში გლოვის დღეები გამოცხადდა

უკრაინის ქალაქ ოდესაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ოდესაში პროფკავშირების შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა.

ოდესაში პროფკავშირების სახლს ცეცხლი პრორუსულ ძალებსა და მაიდნის აქტივისტთა დაპირისპირების შედეგად გაუჩნდა. პრორუსული ძალების წარმომადგენლები შენობაში ჩაკეტილები აღმოჩნდნენ და სხვადასხვა მიმართულებით მოლოტოვის კოექტეილებს ისროდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, შეტაკებებში 214 ადამიანი დაშავდა. 

კომენტარები