ანტიდისკრიმინაციული კანონი

ზაქარეიშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი ჩემთვის მისაღებია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, "ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი უნდა გავიდეს ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვთვლით". მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ზაქარეიშვილმა თქვა, რომ კანონპროექტის ირგვლივ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა დამოკიდებულება გასაგებია, თუმცა საბოლოოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.

„კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, ჩემთვის მისაღებია. ვეთანხმები და მგონია, რომ უნდა გავიდეს ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვთვლით, მაგრამ პარლამენტი არის უფრო მაღალი ორგანო, შესაბამისად, მას აქვს თავისი ხედვები. აქვს უფლება, გარკვეულწილად შეცვალოს პროექტი და კორექტივები შეიტანოს. საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა დამოკიდებულება კი ბუნებრივია. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები