ანტიდისკრიმინაციული კანონი
პარლამენტში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის პლენარულ სხდომაზე გასატანად მზად არ არის და მასზე მუშაობა უახლოეს დღეებში განახლდება
ხმაურიანი განხილვების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტის ტექსტიდან რამდენიმე მუხლის ამოღება გადაწყვიტა - კანონში აღარ იქნება იმ სფეროების ჩამონათვალი რომლებზეც კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდება.
ამ თემებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ დღეს ფოკუსში, ჩვენი სტუმარია ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე. ფოკუსის ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში ესაუბრებოდა საპარლამენტო უმრავლესობას, მიუხედავად დაპირებისა დღის ბოლოს მათგან სტუმრობაზე ან ჩართვაზე უარი მივიღეთ.
გადაცემის მეორე ნაწილში გადაცემის სტუმრები იყვნენ პოლიტოლოგი გია ნოდია და ფილოსოფოსი გიგი თევზაძე
ფოკუსი




