ანტიდისკრიმინაციული კანონი

ფანჯიკიძე: სახელმწიფოს მოვალეობაა, დაიცვას ყველა ადამიანის უფლება

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება აუცილებელია ყველა ცივილიზებული ქვეყნისათვის. მისივე თქმით, სახელმწიფოს მოვალეობაა დაიცვას ყველა ადამიანის უფლება. 

"მე ვეთანხმები და მხარს ვუჭერ ამ კანონის მიღებას. იგი არის აუცილებელი ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, რადგან სახელმწიფოს მოვალეობაა დაიცვას ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის უმცირესობების, როგორი სახის უმცირესობებსაც არ უნდა განეკუთვნებოდნენ ისინი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები