მთავარი პროკურატურა

ბათუმში, დაუდგენელმა პირმა პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის მანქანა დაწვა

ბათუმში, დაუდგენელმა პირმა პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს მანქანა დაწვა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაიწყო.

"ბათუმში, დაუდგენელმა პირმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების ერთ-ერთი პროკურორის სამსახურებრივ ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება მიმდინარეობს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ცეცხლის წაკიდებით ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე. აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება", - აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები