NATO-Georgia

მერფი: საქართველომ დაიმსახურა MAP-ის მიღება

ვაშინგტონში ორდღიანი კონფერენცია ”თავისუფალი და ერთიანი ევროპა” მიმდინარეობს, რომელიც ატლანტიკურმა საბჭომ მოიწვია. ამერიკელმა სენატორმა კრის მეფიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველომ MAP-ის მიღება დაიმსახურა.

”რუსეთს უნდა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი ტრანსატლანტიკური მხრიდან. იმის გამო, რაც უკრაინაში მოიმოქმედეს, საფასურია გადასახდელი. მივანიჭოთ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა და დავადასტუროთ ღია კარის პოლიტიკა. უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველომ დაიმსახურა MAP-ის მიღება. ზაფხულის სამიტზე ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროა”, - თქვა მერფიმ.

კომენტარები