იაშვილის კლინიკაში მცირეწლოვანის გარდაცვალების საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს. შესაბამისმა სამსახურმა კვლევა გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო - რა ეტაპზეა შესწავლა და როგორ ხდება მსგავსი საჩივრების განხილვა ამ თემაზე ლადო კეპულაძესთან, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსთან ვისაუბრებთ. ასევე ჩვენი სტუმარი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი ანდრია ურუშაძე.
და გადაცემის მეორე ბლოკში - მუშაობს თუ არა და რამდენად საკმარისია სანქციები, რომელსაც დასავლეთი ეტაპობრივად უწესებს რუსეთს უკრაინის კრიზისის გამო?
დღეს ევროკავშირმა სანქციები კიდევ 15 პირს დაუწესა. სანქციები გააფართოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც - უკვე არსებულ სიას კიდევ შვიდი ადამიანი დაემატა, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ და აქტივები გაეყინებათ. მათ შორის არიან ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები. სტუმრად: ბაკურ კვაშილავა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი
და ნიკა რურუა - ივერია.ბიზ-ის დამფუძნებელი




