ანტიდისკრიმინაციული კანონი

ფოფხაძე: ჩემთვის ძალიან ღირებულია საპატრიარქოს პოზიცია

pirveliradio.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განმარტებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანი არ არის ვინმესთვის რაიმე უფლების მინიჭება, საუბარია იმაზე, რომ ამ კანონით დაცული იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ფორმით ჩაგვრას განიცდიან. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კანონიდან რამდენიმე სიტყვის ამოღებით მისი შინაარსი არ შეიცვლება.

”ჩემთვის ძალიან ღირებულია საპატრიარქოს პოზიცია. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, როცა არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ამოღებული უნდა იყოს ჩამონათვლიდან რამოდენიმე სიტყვა. როგორ გგონიათ, ამის შემდეგ არ მოხდება ამ კანონით ამ ადამიანების დაცვა?! წრე, რომელსაც კანონი განიხილავს, მაინც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულწილად ჩაგვრასა და დისკრიმინაციას განიცდიან, თუმცა, ამ ჩამონათვალში ვინმეს არ უნდა უხაროდეს მოხვედრა", - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები