კრიზისი უკრაინაში

ეუთოს დამკვირვებლები: ჩვენ არ ვართ მძევლები, ჩვენ ვართ პონომარიოვის სტუმრები

ეუთოს ინსპექტორების ბრიფინგი სლავიანსკში
AFP

პარასკევს, 25 აპრილს, უკრაინაში პრორუსმა აქტივისტებმა ეუთო-ს დამკივრვებლები გაიტაცეს.

სლავიანსკის და დონეცკის თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ვიაჩესლავ პონომარიოვმა ეუთოს ინსპექტორების რვაკაციანი ჯგუფი, რომელიც უკრაინელი, ჩეხი, დანიელი, პოლონელი და შვედი მოქალაქეებით იყო დაკომპლექტებული, ნატო-ს ჯაშუშებად შერაცხეს და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კიევის მხრიდან პატიმართა გაცვლა მოითხოვეს.

დღეს, 27 აპრილს, ეუთო-ს ინსპექტორებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მისიის ერთერთი წევრი, აქსელ შნაიდერი, იუწყება, რომ ისინი არიან პონომარიოვის სტუმრები და არა მძევლები და რომ მათ არავინ არ შეხებია და როგორც სტუმრებს ისე მასპინძლობენ. 

"მერი თავის სიტყვას ინახავს. ჩვენთვის ხელი არავის დაუკარებია და ისე გვეპყრობიან, როგორც სტუმრებს; რამდენადაც ეს შესაძლებელია არსებულ სიტუაციაში. ევროპელი ინსპექტორები და მთარგმნელი თავს კარგად გრძნობენ. ჩვენ არ ვიცით როდის შევძლებთ სახლებში დაბრუნებას. ეს დამოკიდებულია დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე. თავდაპირველად ჩვენ სარდაფში დაგვაბინავეს, გუშინდელი დღიდან კი კომფორტულ ოთახში ვცხოვრობთ, სადაც გათბობაც არის" - განაცხადა შნაიდერმა.

მისიის მონაწილეებმა პრესკონფერენცია შეიარაღებული სამხედროების ზედამხედველობის ქვეშ ჩაატარეს. 

ეუთო ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ინსპექტორთა გუნდის დასახსნელად.

კომენტარები