კრიზისი უკრაინაში

შიკორსკი: უკრაინა ახლა ოცწლიანი სტრატეგიული ილუზიის ფასს იხდის

რადოსკავ სიკორსკი
www.eostroleka.pl

ვფიქრობ უკრაინა ახლა იხდის ფასს 20 წლიანი სტრატეგიული ილუზიისთვის, თითქოს შესაძლებელი იყო ნეიტრალურად დარჩენა და არასაკმარისი ყურადღების მიქცევა უსაფრთხოების სექტორისთვის - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ washington post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შიკორსკიმ კითხვაზე უნდა შეიყვანოს თუ არა აშშ-მა ჯარი პოლონეთში უპასუხა, რომ კი უნდა შეიყვანოს. ის ფიქრობს, რომ პოლონეთის NATO-ში თხუთმეტწლიანი წევრობის შემდეგ და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ეს რეგიონი იმსახურებს უსაფრთხოების დამატებით გარანტიას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით უკრაინას უსაფრთხოების სექტორისთვის მეტი ყურადღება უნდა დაეთმო. ახლა კი მისი თითოეული ნაბიჯს შეიძლება მძიმე შედეგები მოყვეს.

”უნდა უზრუნველყოს თუ არა აშშ-მა უკრაინა შეიარაღებით ეს ძალიან რთული საკითხია. უზარმაზარი რისკია. გადაწყვეტილება უკრაინელების მისაღებია, რადგან სწორედ ისინი, საკუთარ თავზე იგრძნობენ ამ ნაბიჯების შედეგებს. უკრაინამ პირველ რიგში ქმედითი ჯარი უნდა შექმნას. ვფიქრობ უკრაინა ახლა იხდის ფასს 20 წლიანი სტრატეგიული ილუზიისთვის, თითქოს შესაძლებელი იყო ნეიტრალურად დარჩენა და არასაკმარისი ყურადღების მიქცევა უსაფრთხოების სექტორისთვის”- განაცხადა შიკორსკიმ.

სიკორსკის აზრით პუტინმა თავისი ახალი საგარეო პოლიტიკის დეკლარირება ნათლად მოახდინა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით პუტინის სტრატეგია უფრო გაბედული გახდება,  თუმცა ქვეყნებთან რომელიც რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევენ პუტინი უკან დაიხევს. სიკორსკის აზრით ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ ის ქვეყნები არიან, სადაც ეთნიკურად რუსი მოსახლეობა დიდი რაოდენობით ცხოვრობს.

”პირველ რიგში ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა რეალურად შევაფასოთ რა მდგომარეობაა ევროპაში უსაფრთხოების მხრივ და დავივიწყოთ პოსტმოდერნული ილუზია, რომ რეგიონში კონფლიქტი წარმოუდგენელია” - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

washington post-თან საუბრისას სიკორსიმ აღნიშნა, რომ ევროპამ რუსეთის ნაბიჯების სანაცვლოდ ენერგო გაერთიანებები უნდა შექმნას. რათა ევროპაში მოსკოვის მონოპოლია შეაჩეროს. მისი თქმით პოლონეთი სანქციებს დიდად სწორედ იმ ფაქტის გამო არ ეთანხმება, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აქვს და გაზის დიდ ნაწილს სწორედ იქიდან იღებენ. თუმცა ასევე დასძენს, რომ რუსული გაზის გარეშეც შეძლებს პოლონეთი ცხოვრებას.

”ჩვენ რუსეთის ქმედებებზე პასუხად ენერგო გაერთიანებები უნდა შევქმნათ. ოდესღაც ევროკავშირი ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანება იყო. გასული საუკუნის 50-იან წლებში ეს საქონელი სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. დღეს მისი ადგილი გაზმა დაიკავა. რუსეთი ჩვენი გაზმომარაგების 30%-ს უზრუნველყოფს. იგივე მდგომარეობაშია ევროპის სხვა არაერთი ქვეყანა. ჩვენ უფრო მეტს ვუხდით რუსეთს ვიდრე ღირს, რადგან რუსეთმა მონოპოლისტური შეთანხმებების მიღწევა შეძლოს. ჩვენ არ ვართ რუსეთზე დამოკიდებული ენერგიით. ასე რომ რუსეთს უფრო ჭირდება ჩვენი ფული, ვიდრე ჩვენ მათი გაზი.” - განაცხადა სიკორსკიმ.

კომენტარები