გატაცება ხურვალეთიდან

ხურვალეთიდან გატაცებული სამი ქალბატონი რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

timer.ge

სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული სამი ქალბატონი რუსმა ოკუპანტებმა 6 000 რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

ხურვალეთის მოსახლეობა დაკავებულების გათავისუფლებისთვის მადლობას ოს მეზობლებს უხდის და აცხადებს, რომ ჯარიმაც მათ გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა, 25 აპრილს სოფელ ხურვალეთიდან სამი ქალი გაიტაცეს. ე.წ მესაზღვრეებმა რუსუდან ხუროშვილი, ლალი ხუროშვილი და ზეინაბ ხარხელი საოკუპაციო ხაზთან დააკავეს.

 

კომენტარები