რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთთან დაკავებული ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა სამნიაშვილი გუშინ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია.