ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

ვატო ლეჟავა: 'ჩიტებო' აირჩიეთ ნარმანია!

ნარმანიამ 1 000 0000 (1 მლნ) ხეს დავრგავ თბილისშიო.

- ქალაქის მერს ირჩვენ 4 წლით: 365*4=1460 დღით + 1 დღე ნაკიანი წელი= 1461 დღით

- სამუშაო დღე არის 5/7, ანუ 1043 სამუშაო დღე, იქაც დღესასწაულები - ჰა-და-ჰა 1000 დღე ხეების დასარგველად

- 1 000 000 ხე/1000 სამუშაო დღე=1000 (ათასი) ხე/დღეში (!!!!)

კარგი, მაგრამ...
ნარმანიამ ალბათ არ იცის (ან თვლის, რომ ჩვენ არ ვიცით), რომ ხეების დარგვა მთელი წლის განმავლობაში შეუძლებელია - ჰა-და-ჰა 90 დღის განმავლობაში.

- 1 000 000ხე/90დღე*4წელი=2778 ხე/დღეში

მემგონი 12 წლით (სამი ვადით) აპირებს მერობას, ან ჩვენ ვგონივართ 'ჩიტები'.

'ჩიტებო' აირჩიეთ ნარმანია!

ამავე დროს, 1 000 000 ხეს დასარგავად საჭიროა დაახლოებით 1 000 ჰა ტერიტორია - 10 კმ*1კმ-ზე (!!!). ეს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის 1/3-ია თითქმის.

სად არის ეს ტერიტორია თბილისში? არ არსებობს.
ეტყობა მუნიციპალური დაპყრობითი ომები უნდა აწარმოოს და შემოიმტკიცოს მიწანი არათბილისისანი!

კომენტარები