თომას მელიას ვიზიტი

მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს თომას მელიას შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე, მიმდინარე წლის ივნისამდე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. საუბარი აგრეთვე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები. ასევე, ისაუბრეს დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დამოკრატიისა და მმართველობის ჯგუფის სამუშაო შეხვედრის შესახებ. შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია.

კომენტარები