უკრაინის კრიზისი

კიევმა პრორუსული აქტივისტების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები განაახლა

REUTERS

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ოლექსანდ ტურჩინოვმა, გასცა განკარგულება პრორუსული სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული რაც უკრაინის აღმოსავლეთში,  პრორუსული სეპარატისტების მიერ დაკავებულ ქალაქ სლავიანსკში, ორი ადამიანი გაიტაცეს და შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. კიევის თქმით გვამებს წამებისკვალი ეტყობოდათ. ერთ-ერთი მადგანი, ვოლოდიმი რიბაკი,  ადგილობრივ დონეზე, იულია ტიმოშენკოს პარტიის წევრი იყო.  

გადაწყვეტილება ანტი-ტერორისტული ოპერაციის გაგრძელების შესახებ ტურჩინოვმა,  აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის  მიერ კიევის დატოვების შემდეგ მიიღო. ბაიდენი კიევში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან  აღნიშნა, რომ აშშ მხარს უწერს უკრაინის ხელისუფლებას და მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს "პროვოკაციული ქმედებები".  

ჟენევის შეთანხმების შედეგად, მოსკოვს, კიევსა და დასავლელ ლიდერებს შორის, უკრაინამ შეწყვიტა ანტი-ტერორისტული ოპერაციები პრორუსული აქტივისტების წინააღმდეგ, თუმცა ტურჩინოვისს თქმით ამბოხებულთა ქმედებები კიევს სხვა არჩევანს არ უტოვს. 

კომენტარები