დაჭრა

ვაკის პარკთან ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ხანჯლით დაჭრეს

ვაკის პარკთან ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. საპატრულო პოლიციამ და სასწრაფო დახმარების სამსახურმა გოგონა საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. 

როგორც რუსთავი 2 თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, ახალგაზრდა ქალი მამაკაცმა სავარაუდოდ ხანჯლით, სახის არესა და ფეხებში დაჭრა. ამასთან, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ქარქაში იპოვეს. 

შსს-ს ინფორმაციით, გოგონა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. სამინისტროს ცნობით,  ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები