აღდგომის დღესასწაული

ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას აღდგომას ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას აღდგომას ულოცავს.

"ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!  წელს ყველა ქრისტიანი, მთელი ქრისტიანული სამყარო ერთად აღნიშნავს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე ქრისტიანებისთვის სიკვდილზე გამარჯვების და მარადიული სიცოცხლის რწმენას უკავშირდება. ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც რწმენითა და სიხარულით გვავსებს.
ვუერთდები თითოეული ქრისტიანის სიხარულს. იმედების გამართლებას, ბედნიერ ხვალინდელ დღეს, სიკეთეს, სულიერ სიძლიერესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. ქრისტე აღდგა!" - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სააღდგომო მილოცვაში.

კომენტარები