ქართველ მუსლიმთა კავშირი

ქართველ მუსლიმთა კავშირმა მუჰამედის დაბადების 1443-ე წლისთავი აღნიშნა

ქართველ მუსლიმთა კავშირმა მუჰამედის დაბადების 1443-ე წლისთავი აღნიშნა
თამთა ნანიშვილი

დღეს, 19 აპრილს, ბათუმში,  ქართველ მუსლიმთა კავშირის მოწვევით, საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა იზეიმეს  წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების 1443-ე წლისთავი.

ამ ზეიმის მნიშვნელობაზე ათასზე მეტ მსმენელს ესაუბრნენ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ზურაბ ცეცხლაძე,  დასავლეთ საქართველოს მუფტი, ჯემალ პაქსაძე და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში, ახუნდი ალი ალიევი.

მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის იყვენ მუსლიმური თემების წარმომადგენლები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინადან, ირანიდან, თურქეთიდან და ევროპიდან.

ქართველ მუსლიმებს ეს დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიკო შამანიდმა, რელიგიურ საქმეთა სააგენტოს ახლადდანიშნულმა თავმჯდომარის მოადგილემ, ლელა ჯეჯელავამ, თურქეთის საელჩოს რელიგიურ საქმეთა ატაშემ აჰმედ ერდემმა და საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლეისიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა.

ქართველ მუსლიმთა კავშირმა საგანგებო სიგელით დააჯილდოვა ევროატლანტიკური ორგანიზაციის, პირველი ნაბიჯის ფორუმი, ხელმძღვანელი და ქრისტიანი მღვდელმსახური, იოჰან კანდელინი, რომელიც მეუღლის თანხლებით ესწრებოდა ამ ღონისძიებას.

“ქართველ მუსლიმთა კავშირი უღრმეს მადლობას გიხდით იმ უდიდესი სულიერი მხარდაჭერისათვის რაც თქვენ გამოიჩინეთ ქართველი მუსლიმების მიმართ” - წერია სიგელში.

იოჰან კანდელინი ქართველ მუსლიმებს გამოესარჩლა ჭელის მინარეთის კრიზისის დროს და თავისი წვლილი შეიტანა მინარეთის უკან დაბრუნებაში. მის ორგანიზაციაში გაერთიანებული არიან ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოს მეთაურთა მრჩევლები და პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველი. სწორედ ამ მრჩევლის მეშვეობით  მიიღო მან ქართველი მუსლიმებისათვის განკუთვნილი მოკითხვის გზავნილი პრეზიდენტ ობამასაგან, რომელშიც ხაზგასმულია რელიგიური თავისუფელბის მნიშვნელობა ყველა ადამიანისთვის.

კომენტარები